|
2017-05-01 15:01:26, 1638 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ ზურაბ ნასარაია აირჩიეს
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობის მუშაობაში 145 დელეგატი მონაწილეობდა. ყრილობაზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ნასარაია და გამგეობის წევრები. დამტკიცდა 2017-2021 წლების სამოქმედო პროგრამა, წარმოდგენილი იქნა საკონტროლო-სარევიზიო კომისიისა და კავშირის გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საფრანგეთის რკინიგზის პროფკავშირები ”UNSA”, უნგრეთის, ლიტვის, ბელარუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზელთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი და რკინიგზისა და რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, რაც კიდევ უფრო ზრდის ყრილობის ლეგიტიმაციის ხარისხს. ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბენოიტ ვიენნემ მხარდამჭერი სიტყვით მიმართა ყრილობას და აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)