|
2017-04-26 18:55:43, 2052 ნახვა
სხვადასხვა
„მკვდარი ქალაქი“ - ჩერნობილის კატასტროფიდან 31 წელი გავიდა
ჩერნობილის კატასტროფიდან 31 წელი გავიდა. ეს ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. ჩერნობილის კატასტროფა ბირთვული ავარიების ერთადერთი შემთხვევაა მთელს მსოფლიოში და ისტორიაში შეფასებულია, როგორც ნომერ პირველი საშიში აფეთქება. 1986 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 01:24 საათზე, ჩრდილოეთ უკრაინაში, ბელარუსის საზღვართან, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური აფეთქდა, რასაც რამდენიმე წუთში მეორე აფეთქება მოჰყვა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი გადაიარა. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს მოხდა. ამოფრქვევის შეჩერება სსრკ-ის მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით განხორციელდა. ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ისტორიისთვის აღნიშნული დღის ყველა დეტალი ცნობილია, გარდა აფეთქების რეალური მიზეზისა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. სახელდებოდა სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ოპერატორების შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა. უპირველეს ყოვლისა ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. ასეთი პოზიცია სახელმწიფო კომისიამ და უშიშროების კომიტეტმა დაიკავა. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე. თუმცა ბოლო წლებში ავარიის მიზეზების ამხსნელი ვერსიები სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ხელახლა განიხილება. მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოა, რომლის ანგარიშის თანახმადაც რეაქტორი არასწორად დაპროექტებული და საშიში იყო. მსხვერპლი აფეთქებამ გამოიწვია, როგორც დიდი სიკვდილიანობა ასევე ხალხის მასიური დაავადება. მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი დამწვრობებით იმავე დღეს გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, ოფიციალური მონაცემებით თითქმის 600 ათასი ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ყველაზე დიდ ჯგუფს 200-240 ათასი ადამიანი შეადგენს. ისინი ლიკვიდატორები, მაშველები, ჯარისკაცები და მეხანძრეები არიან. მეორე ჯგუფი - თითქმის 116 ათასი ადამინი არის ახლო მდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა. უდიდესი დოზით დასხივდა თითქმის 1000 ადამიანი, ვინც აფეთქების მომენტში რეაქტორთან ახლოს იმყოფებოდა და ავარიულ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა. რაც შეეხება მუტაციას - ხალხმა მუტაცია რადიაციის შედეგად განიცადა. ექსპერტების თვალსაზრისით, მედიცინის კუთხით ეს მუტაცია 800 წელიწადს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დაბინძურებულ ტერიტორიაზე დღეს 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩერნობილს კი "მკვდარ" ან "აჩრდილების" ქალაქს ეძახიან.
ბელა არუთინოვი
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)