|
2017-04-25 18:33:33, 1652 ნახვა
საზოგადოება
პაშა ბანკი მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია
21 აპრილს სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია. ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას ესწრებოდნენ წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა სოფო მაქაცარიამ, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა, Hotels & Preference Hualing Tbilisi - ის გენერალურმა მენეჯერმა პეტერ ლილვიკმა და ღონისძიების სხვა მხარდამჭერებმა. ოქროს ბრენდის დაჯილდოება Global Idea-ს და The FINANCIAL-ის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება და ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში. მისასალმებელ სიტყვაში პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ზრდას. მან ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს:
ოქროს ბრენდის ჯილდო ასევე გადაეცათ:
„პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ ამ ფორმითაც გვეძლევა საშულება მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. გვჯერა, რომ აღნიშნული ჯილდოს მიღება დამატებითი მოტივაციაა გამარჯვებული კომპანიებისთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მათი წარმატება. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წინსვლას!“ - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ. „ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე, ბრენდის და ბიზნეს-დამკვიდრების მეთოდების დანერგვას. დაჯილდოების ცერემონიის ძირითადი იდეა არის საქართველოში მოქმედი ქართული კომპანიებისა და უცხოური კომპანიების წარმოდგენა და პოპულარიზაცია. ოქროს ბრენდი მიზნად ისახავს ამ კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი ბრენდების განვითარებას,“ -განაცხადა Global Idea-ს გენერალურმა დირექტორმა ნათია ჯინჭარაძემ. (R)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)