|
2017-04-22 12:04:44, 1536 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარებისა“ და „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროგრამების საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებებს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერა. სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო საგრანტო პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილია 590 000 ლარი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება. 2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს. გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება. სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კუთხითაც გამოიყენა. წელს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის მიზანია, საქართველოში თავშესაფრის მქონე პირებისთვის ქართული ენის კურსების შეთავაზება, მათი სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება და საკონსულტაციო სერვისის შექმნა. გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლინა: „საზოგადოებრივი დამცველი“; სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია; „ტოლერანტი“; ფონდი „აფხაზინტერკონტი; „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“; კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი KRDF.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)