|
2017-04-21 14:22:13, 1572 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო
საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. მერიის ინოფრმაციით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ახალი, მშენებარე ავტო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო, 2 მეტრია. ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტო ბაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)