16:50 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:24:26, 1431 ნახვა

საზოგადოება
„ქორთიარდ მარიოტთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები იმყოფებიან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

„აუდიტორია 115“ და სხვა სტუდენტური ორგანიზაციები უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და მას დიქტატორულ ნაბიჯს უწოდებენ.

ამასთან, „ქორთიარდ მერიოტთან“ ანტილიბერალები და ანტისოროსელები კონტრაქციას მართავენ. ისინი უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც „ეროვნულობის განადგურებას“ ემსახურება.

ადგილზე მათსა და ერთ-ერთი სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს.

საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ფორუმზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ვიქტორ ორბანს სტუდენტები შეძახილებით დახვდნენ, კონტრაქციის წარმომადგენლები კი, აპლოდისმენტებით.

ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics