|
2017-04-20 17:10:51, 1391 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გერმანიის წელს გახსნის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხვალ საქართველო-გერმანიის წელს საზეიმოდ გახსნის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება სლოგანით - „მომავლის მემკვიდრეობა საქართველო-გერმანიის წელი 2017" თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება. უწყების ინფორმაციით, გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ზემოხსენებული თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება, ხვალ 19:00 საათზე საზეიმო გახსნისთვის თბილისს გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, მიხაელ რაიფენშტუელი ეწვევიან. თბილისის საკრებულოში საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და მოწვეული სტუმრები. ცერემონიის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ექსპოზიცია. ბერლინი საქართველო-გერმანიის წლის გახნის საზეიმო ცერემონიას 26 აპრილს უმასპინძლებს. ღონისძიებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)