|
2017-04-20 15:53:55, 1513 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოლივიე ბურკს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ოლივიე ბურკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს რეგიონული ოფისის დირექტორს და განხორციელებული ერთობლივი პროექტები წარმატებულად შეაფასა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარება-გაძლიერება დარგის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მეცხოველეობასა და ხორბლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის უპირატესობებზე გაამახვილა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)