|
2017-04-20 13:09:36, 1659 ნახვა
საზოგადოება
„თუ ჩვენ არ გვიშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვა გარეთ“ - გარემოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ
დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ. სამართალდამცველები და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამის საშუალებას მოვაჭრეებს არ აძლევენ. მოვაჭრეები შენობაში მყოფ ადამიანებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. „თუ ჩვენ არ გვიშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვა გარეთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, საპატრულო პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლს არღვევს, რაც სამსახურეობრივი იფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მისივე განმარტებით, პოლიციას შენობის ბლოკირების უფლება არ აქვს. კუკავას თქმით, ისინი ტელეფონით საკრებულოს დეპუტატებსა და სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდებიან, რომ მათი წარმომადგენლები მერიასთან მოვიდნენ. შენობასთან საპატრულო პოლიციის რაოდენობა გაძლიერებულია. მოვაჭრეების განცხადებით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან. მათივე თქმით, ერთ-ერთი შპს-ს მფლობელმა ორ ბაზარს შორის კედელი ააშენა, რამაც დიდუბის ბაზარი ორ ნაწილად გაყო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, კედლის აშენების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალება და ასევე ირღვევა უსაფრთხოების ნორმები. მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით უკვე მიმართეს. როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, მერიამ კედლის დემონტაჟის ბრძანება გასცა, თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)