|
2017-04-19 14:27:50, 1721 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს მგზავრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ
თბილისის მეტროს მგზავრებს დღეს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში. მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ. 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით. მეტროს მგზავრებს, ასევე, საჩუქრად გადასცა წიგნები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელიც უშუალოდ ჩაერთო ამ აქციაში. აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)