|
2017-04-19 11:59:18, 1746 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე - ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ქართული მხარე პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული. „ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდება და ასევე დაკარგულების მოძებნა იქნება შესაძლებელი. ჩვენ ვართ კონტაქტზე და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვიმოქმედებთ. დამატებით ინფორმაციას შემდეგ მოგაწვდით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე. შეგახსენებთ, შავ ზღვაში სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ ჩაიძირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)