|
2017-04-19 11:00:40, 2164 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: საფრანგეთი ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობს. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საფრანგეთში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას. „საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხნენ, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო განათლების კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთის წვლილს გაუსვა და განაცხადა, რომ სამთო სკოლა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და წარმატებულ პროექტს წარმოადგენს. მინისტრებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. (NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)