|
2017-04-18 19:15:12, 1778 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის მუნიციპალური ეტაპი ხვალ ოზურგეთში აიღებს სტარტს
19 აპრილს, 15:00 საათზე, „მოყვარულთა თასი 2017“- ის მუნიციპალური ეტაპი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე აიღებს სტარტს. ერთმანეთს ოზურგეთის გამგეობისა და სოფელ კონჭკათის გუნდები დაუპირისპირდებიან. სულ, გათამაშებაში 45 მუნიციპალიტეტის 314 გუნდი და 8 000 მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. „მოყვარულთა თასი 2017“ ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. მუნიციპალური ეტაპი გაიმართება თასის ფორმატით ოლიმპიური სისტემით. მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე. რეგიონალურ ეტაპზე შეიქმნება 11 ლიგა. თითოეული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 6 - 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. რეგიონალურ ეტაპზე გასული გუნდები იასპარეზებენ ლიგის სისტემით ორ წრედ. რეგიონალური ლიგების პარალელურად მიმდინარეობს თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგები. ასევე, თბილისის მერიის თასის გათამაშება, რომლის ფინალისტი გუნდებიც მონაწილეობას მიიღებენ „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე. თბილისის თასის ფინალისტებს ფინალურ ეტაპზე დაემატება რეგიონალური ლიგების გამარჯვებული 14 გუნდი. „მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)