|
2017-04-18 14:25:31, 1722 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდს თბილისის მოდის კვირეული ახალი ინიციატივით შეუერთდა
საქართველოს სოლიდარობის ფონდს Tbilisi Fashion Week/-თბილისის მოდის კვირეული ახალი ინიციატივით შეუერთდა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და fashion week/-თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფრომეს. მემორანდუმის თანახმად მოდის კვირეულის ფარგლებში მონაცილე დიზაინერები შემოსავლის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადმორიცხავენ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. დღეისათვის 60,000-ზე მეტი საჯარო მოხელის, ათი ათასობით მოქალაქისა და 56 კერძო კომპანიის ჩართულობით სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 376 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 58 კერძო კომპანიის დამსახურებით, ფონდში საერთო ჯამში 9 594 159 ლარი იქნა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)