|
2015-01-13 16:00:45, 1022 ნახვა
საზოგადოება
„RMG Gold”-ისთვის ლიცენზიის გაგრძელების საკითხზე, პრეზიდენტი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს
საყდრისში სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანია „RMG gold”-ისთვის ლიცენზიის 5 წლით გაგრძელების საკითხზე, პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, სასამართლო განხილვის დასრულებამდე საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე საქმიანობა შეჩერებულიყო. „ლიცენზიასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე პოზიციას ვერ მოგახსენებთ, თუმცა, მე განვაცხადე, რომ სანამ მიმდინარეობს სასამართლო, მიზანშეუწონელი იქნებოდა სამუშაოები შეჩერებულიყო. ისევ იგივე პოზიციაზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სასამართლო, თავისი უფლებამოსილება ეფექტურად განახორციელოს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაცული იქნება როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამ ორი ღირებულების შეთავსება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებს. მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მანამდე საქმიანობა შევაჩეროთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)