2017-04-13 16:26:43, 1763 ნახვა
საზოგადოება
14 აპრილს თბილისის რამდენიმე რაიონს და რუსთავს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
14 აპრილს თბილისის რამდენიმე რაიონს და რუსთავს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს:
„14 აპრილს, 04:00 საათიდან 04:30 საათამდე ინტერვალში, 5-10 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. თბილისის მთაწმინდის, ბაგების, ვაკის, საბურთალოს რაიონების, ქ. გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ქალაქ რუსთავის და მისი მიმდებარე სოფლების აბონენტებს.
გადართვები ხორციელდება ჩიხური სქემით გარდაბნის ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან