|
2017-04-13 16:03:26, 1553 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში, ბოსტონში აშშ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბოსტონს ეწვივნენ, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორს ჩარლზ ბეიკერს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და აშშ-ს ცალკეულ შტატებთან თანამშრომლობის დინამიკას. გუბერნატორთან განიხილეს საქართველოსა და მასაჩუსეტსის შტატთან სავაჭრო ინიციატივების წახალისების და აღნიშნულ შტატში საქართველოდან სავაჭრო მისიის ვიზიტის შესაძლებლობები. შეხვედრები გაიმართა ბოსტონის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი, ბოსტონში კემბრიჯის ინოვაციების ცენტრის (Boston CIC) ხელმძღვანელობასთან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT) და ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში სტარტაპებთან და ზოგადად ინოვაციებთან დაკავშირებული გარემო. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ინოვაციური ტექნოლოგიების წახალისების კუთხით და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ამერიკული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა განათლების სფეროში. საელჩოს დელეგაცია ასევე ესტუმრა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ძველ და რეგიონის საკვანძო საზღვაო პუნქტს, ბოსტონის პორტს, სადაც ელჩმა დავით ბაქრაძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. ბოსტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა მასაჩუსეტსის შტატის ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს პოტენციალს. ბიზნესწრეების წარმომადგნელების მხრიდან დაფიქსირდა დაინტერესება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი კლუბის - საერთაშორისო ურთიერთობებში ბოსტონის კომიტეტის წინაშე საქართველოსა და აშშ-ის შორის 25 წლის სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვით წარსდგა. გარდა ამისა, განხილულ იქნა საქართველოს წვლილი გლობალურ და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ვიზიტის დასასრულს, ალგონქუინის ისტორიულ კლუბში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით "Georgia on my mind". კონცერტზე სხვა კლასიკურ ნაწარმოებებს შორის გაჟღერდა გია ყანჩელის მუსიკა. კონცერტი მიღებით დასრულდა, სადაც სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)