|
2017-04-13 11:10:34, 1429 ნახვა
საზოგადოება
ფოთში ნავიგაციის პროექტზე მუშაობა დასრულდა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ფოთში საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად აღწერილია 42 კვადრატული კმ ფართობი, შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 1294 ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 350 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 88 ობიექტი, 71 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 61 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 414 სავაჭრო ობიექტი, 130 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 94 ობიექტი, 52 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 220 ობიექტი, 600 საგზაო ნიშანი და სხვ. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. ფოთში შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განთავსებული, რაც სატრანზიტო და სატრანპორტო თვალსაზრისით ქალაქს საკვანძო მნიშვნელობას ანიჭებს. მდიდარი კოლხური კულტურისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სიმრავლის გამო, ფოთს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც ხელშესახები პოტენციალი გააჩნია. ნავიგაციის პროექტის ფარგლებში ქ. ფოთის გარდა დასრულებულია ბათუმისა და ქობულეთის აღწერა-ინვენტარიზაცია. ამ ეტაპზე სამუშაოები ანაკლიასა და ურეკში მიმდინარეობს. შავი ზღვის სანაპირო ზოლის სანავიგაციო მონაცემების შექმნა-დამუშავება კი მაისში, ტურისტული სეზონის დაწყებამდეა დაგეგმილი. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ კომპანიებთან. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.
(NS)
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)