|
2017-04-12 15:54:07, 1286 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ახალი. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა იანუშ ჰერმანმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბრუნო ბალვანერამ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს. ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 „MAN”-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს. გარდა ამისა, 15 აპრილიდან 5 ერთეული ”MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსი დაინიშნება N9 სამარშრუტო ხაზზე. N9 ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს. ამ დროისათვის თბილისში სულ ”MAN”-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია. ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე, საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე. შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ დაკვეთით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგი“ აწარმოებს. მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება მიახლოებით 19 მლნ ლარია. „ახალი ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია. ახლა მიმდინარეობს გადახდის სისტემის დამონტაჟება იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებიც უახლოეს მომავალში, უკვე კონკრეტულ ხაზებზე უნდა გავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნაწილი რეალიზებულია - ქალაქში უკვე დადის ”MAN”-ის ავტობუსები, მეორე ნაწილიც მალე შეემატება. ავტობაზა, ჯამში, უფრო მეტ ავტობუსზეა გათვლილი. მალე დავიწყებთ ავტობუსების შემოყვანის მეორე ეტაპს, რაც გულისხმობს შედარებით უფრო პატარა გაბარიტების ავტობუსების შესყიდვასა და მიღებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.
(NS)
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)