|
2017-04-11 13:57:33, 2115 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: ავღანეთში სამხედროების უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე წლების წინ იყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების ხარისხი დღეს უფრო მაღალია, ვიდრე იყო წლების წინ. მან ქართველ სამხედროებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა: „სამჯერ გახლდით ავღანეთში, ვიყავი ბაგრამზე, მაზარი-შარიფში და მქონდა შესაძლებლობა, პირადად გავსაუბრებოდი ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს თავისი ღვაწლისთვის დიდი მადლობა მოვახსენო. ეს არის მართლაც დაუფასებელი საქმე, რითაც ჩვენ ვართ საერთაშორისოდ აღიარებული, გვაქვს სანდო პარტნიორის იმიჯი საერთაშორისოდ მოპოვებული. ჩვენ ამ კონტრიბუციას ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ ამას, რადგან დღეს სამყარო არის გლობალური და როდესაც პარტნიორებთან ერთად ვაშენებთ წესებზე დაფუძნებულ, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს და პირობებს, ეს თუ გლობალურად არ უზრუნველვყავით, შეიძლება ეს საფრთხე კარს მოგვადგეს. შესაბამისად, დაემუქროს თითოეულ ჩვენთაგანს. ამიტომ ერთობლივი კონტრიბუცია, ერთობლივი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სიტუაციას, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე იყო წლების წინ. მათ არ უწევთ ისეთ რეგიონში, ან ისეთი ფუნქციების განხორციელება... რა თქმა უნდა, საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის მაქსიმალურადაა მინიმიზირებული და ჩვენი და პარტნიორების ძალისხმევით, იცით, რომ ნატოს აქვს აქცენტი გაკეთებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და ავღანეთში, ადგილობრივი შენაერთების გაძლიერებაზე, რომლებიც აიღებენ ოპერატიულ ფუნქციებს, თუ ამას უწინ აკეთებდნენ პარტნიორი ქვეყნები და წევრი ქვეყნები და ამიტომაც იყო მსხვერპლი დიდი, ახლა ეს ვალდებულება აქვს ადგილობრივ ძალებს. ჩვენც დიდი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ყველანაირად ვეხმარებით ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ისეთი ინსტიტუტების შექმნაში, რითაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას და ტერორიზმთან ბრძოლას“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)