|
2017-04-11 10:56:18, 2198 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ნატო-ზე: არ არსებობს სხვა ალიანსი, სადაც თავს დაცულად ვიგრძნობთ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხშირია, ნატო-ს სკეპტიციზმის პრორუსულობასთან გაიგივება, თუმცა ეს არასწორია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ნატო-ს დღეების ფარგლებში გამართულ ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, საზოგადოების სკეპტიციზმი ერთის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ყველა უფრო სწრაფ პროცესს მოელოდა, მეორეს მხრივ კი თვითონ გაერთიანების და მდგრადობის ნაწილშიც, საერთაშორისო მედიაში კითხვის ნიშნები ჩანს. "რამდენად ძლიერია ალიანსი ამ ეტაპზე იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდის?! რუსული პროპაგანდა, რომელიც ყველა ამ სირთულეებს ამწვავებს აკეთებს ასეთ აქცენტს, რომ ეს არის სპეციფიურად საქართველოს მიმართ მიუღებლობა, ეს არის ის რეალობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. ვფიქრობ, რომ პასუხი ამ ადამიანების მიმართ მდგომარეობს შემდეგში: სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ გრძელი გზა, მარტო საქართველოს გზა არ არის ასეთი", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა გარდა ალიანსისა არ აქვს. "აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენი მეგობრები, განსაკუთრებით კი ბალტიის პირეთის ქვეყნები მუდმივად გვიზიარებენ თავიანთ სირთულეებს. როდესაც სირთული იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ის საზოგადოება იყო გაერთიანებული და იცოდნენ რა მიზნისთვის უნდა მიეღწიათ. მათ იცოდნენ, რომ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, ისინი იქნებოდნენ მდგრადი თავიანთი მიზნებისთვის. ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია, სხვა ალიანსი არ არსებობს, სადაც ჩვენ შეგვეძლება დაცულად ვიგრძნოთ თავი. თუ ეს შეძლება ჩვენმა თანამოსაზრეებმა, ჩვენც უნდა შევძლოთ. მათ ბევრად უფრო რთული გზა გაიარეს, პრეცენდენტი შექმნეს, ჩვენ ახლა მათ მიერ განვლილ გზაზე უნდა ვიაროთ. არ უნდა ჩავთვალოთ ეს ადამიანები პრორუსულებად. სკეპტიციზმს გააჩნია ობიექტური საფუძველი, მაგრამ მიზნის მიღწევას სჭირდება მდგრადობა და ამ მდგრადობის მაგალითი უკვე არსებობს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)