2017-04-09 10:37:11, 1797 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან