|
2017-04-08 22:40:52, 1704 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტი დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტისთვის გამოყოფილი ტერიტორია დაათვალიერა, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ინსტიტუტში, რომლის ძირითადი მიზანი მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნეობის ხარისხის დადგენა, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაა, ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ,,დღეს ვიმყოფებით ქობულეთში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრის ახალი შენობა აშენდება. პროექტი აპრილის თვეში იქნება მზად და ფაქტობრივად რამდენიმე თვეში დაიწყება ნაგებობის აშენება. წლის ბოლოს ჩევნ გვექნება თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. დაახლოებით ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული ამ პროექტისთვის, სადაც იმუშავებენ პროფესიონალი და კვალიფიციური დარგის სპეციალისტები. ასევე აგრარული მიმართულებით სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აქ ჩაატარონ კვლევები, ჩატარდება კონფერენციები, სემინარები. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ჩემს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთხელ მქონდა შეხვედრები უნივერსიტეტში და პროფესორ-მასწავლებლების თხოვნა იყო ამ ცენტრის მოწესრიგება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში დაიწყება ცენტრის მშენებლობა" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ქ. ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართის სპეციალური შენობა აშენდება. მიწის ნაკვეთი აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს 2014 წელს გადასცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების ტენდერისთვის ბაზრის მოკვლევა. მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1 მლ. ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ უნივერსიტეტს, შემდგომი განვითარებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმში, ლეონიძის ქ.№15 მდებარე 65982 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მეტაქსას ქ.10-10 ა-ში მდებარე 1040 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადასცა. კვლევითი ცენტრი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმაც დაათვალიერეს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)