2017-04-08 17:10:11, 1876 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს.
მოსამართლეთა კონფერენციამ ხმათა უმრავლესობით გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩია. მათ კონფერენციაზე დამსწრე 206 მოსამართლიდან 196-195 ხმა მიიღეს.
ცნობისთვის, მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხოლო ნადარაია ამავე სასამართლოს მოსამართლე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე საბჭოს პაატა სილაგაძემ მიმართა, ის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გააგრძელებს მუშაობას.
მეორე ყოფილი წევრი ილონა თოდუაა, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან