01:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 15:12:27, 2396 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მქონია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.

როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიაში პარტიის მონაწილეობა დამოკიდებულია იმ საკითხების მნიშვნელობაზე, რომელზეც კომისია მსჯელობს.

„პირველ რიგში, მოლოდინი გვაქვს, რომ კომისია ვრცლად და არსობრივად იმსჯელებს მოქმედი საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე. ეს არის მთავარი დაკვეთა, რომელიც საზოგადოების მხრიდან აქვს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიას. თუკი კომისია აცდება მთავარ მიზანს და საუბარი გვექნება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე და „ქართული ოცნების“ გავლენის გაძლიერებაზე, ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში თავიდანვე დამოკიდებული იყო იმ საკითხების მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, რომელზეც კომისია მსჯელობს. პარტია მონაწილეობს კომისიის მუშაობაში მანამ, სანამ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ მსჯელობა მიმდინარეობდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგი ამომრჩევლის ნებას სამართლიანად ასახავდეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისიის რიგები დატოვონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics