2017-04-07 23:05:03, 2022 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა
თბილისში, წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი, #6 სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუა ხნის მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან