|
2017-04-07 19:53:48, 2654 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: პრეზიდენტს თუ საჯარო დისკუსიის უფლებას წავართმევთ, მაშინ კოლექტიურ „სააკაშვილებად“ გადავიქცევით
„თუ პრეზიდენტს წავართმევთ საჯარო დისკუსიის უფლებას, თუ არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, მაშინ გადავიქცევით კოლექტიურ სააკაშვილებად, რაც დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გინდათ“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მან დღეს მოისმინა მოსაზრებები, რომელიც დემოკრატიის არსისგან ძალიან შორს დგას. „მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლა და ყველაზე მნიშნელოვანი არის ის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ სამწუხაროდ. წინა ხელისუფლება არავის არ უსმენდა და ქვეყანა ერთ დიდ ციხედ აქცია, ტერიტორიები დაკარგა და ჩვენი ხალხი დაღუპვის პირას მიიყვანა. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს მაქვს განცდა, რომ ახალი ხელისუფლება არ ცვლის ბევრ რამეს და იგივე გზით მიდის სამწუხაროდ. არ ვგრძნობ, რომ მე ვინმე მისმენს და ვერ ვხედავ, რომ ჩემი როგორც დეპუტატის აზრი ვინმეს აინტერესებს. ვხედავ და ვისმენ მოსაზრებებს, რომელიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის არსისგან. ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია თემამ, პრეზიდენტი უნდა მსჯელობდეს თუ არა საჯაროდ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე, საერთოდ რატომ ხვდება საზოგადოებას, რატომ დადის ის რეგიონებში, უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მართავს ქართველი ხალხი და ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ის მძღოლი, მაღაზიის გამყიდველი, პედაგოგი თუ უბრალოდ საწარმოოს ხელმძღვანელი, აქვს უფლება შეხვდეს ხალხს და საჯაროს ისაუბროს კონსტიტუციაზე, გახდეს პროცესის სრულფასოვანი თანამონაწილე. მითუმეტეს ამის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტია“,-განაცხადა ინაშვილმა. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მონაპოვარი და მის დასახვეწად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „მინდა მოგიწოდოთ და ჩემს თავსაც იგივე ვუსურვო ნუ იფიქრებთ, რომ ეს ქვეყანა მარტო ჩვენია, ეს ქვეყანა ქართველი ხალხისაა და თუ ერთმანეთს არ მოვუსმენთ, თუ პრეზიდენტს წავართმევთ საჯარო დისკუსიის უფლებას, თუ არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენ გადავიქცევით კოლექტიურ სააკაშვილებად, რაც დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გინდათ. პოლიტიკურ წრეებში საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაზე და ისედაც მცირე უფლებამოსილებების კიდევ უფრო მეტად შეკვეცაზე. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი არ იზიარებს ამ ხედვას და პოზიციას, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ეს არის მონაპოვარი, საპრეზიდენტო, საპარლამენტო მოდელი ეს არის მონაპოვარი და ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ამ მოდელის დასახვეწად და არა ამ მოდელის დასაკნინებლად. მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბო ჩვენი ხედვა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით არჩევა, ეს არის მონაპოვარი და ქართველ ხალხს არ უნდა წავართვათ ამის უფლება. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები. პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს ერთხელ, ერთი ვადით, 6 ან 7 წლით და ვადის ამოწურვის შემდეგ ის აღარ უნდა იკავებდეს პოლიტიკურ თანამდებობას, პრეზიდენტი როგორც უმაღლესი მთავარსარდალი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ როდესაც განიხილება სამხედრო თემატიკა, პრეზიდენტი უნდა ხელმძღვანელობდეს უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტი უნდა იყოს გარანტი და უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)