04:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 19:02:16, 2066 ნახვა

საზოგადოება
სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი მოქმედებს: +46 723695428

შვედეთში საქართველოს საელჩო ქ. სტოქჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც საელჩოს განცხადებაში აღნიშნული, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428 

„ყურადღება!

ქ. სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428 
საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენსაელჩოს!", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სტოკჰოლმში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. როგორც The Telegraph-ი წერს, მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული. შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოვემ მომხდარს ტერაქტი უწოდა. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics