|
2017-04-07 17:26:43, 2091 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბობოხიძე უმრავლესობას: ქვეყანა ერთი კაცის საკუთრებად იქცა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ
,,ამ რამდენიმე ხნის წინ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ. მინდა დავამშვიდო ბატონი გედი - ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. „ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ნაკლებად გაქვთ მოსახდელი, მაგრამ თავად დამოკიდებულება, რომ მარგველაშვილის გამო ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოთ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თქვენს ღირებულებით სისტემაზე მეტყველებს. თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი? რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდის მოღალატე? - მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. დავესესხები იმ ბრძენ კაცს, რომელმაც ბრძანა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა - არ ემსახურება და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა. თქვენი პრიორიტეტები ძალიან კარგად ჩანს - თქვენთვის ერთი კაცის მსახურებაა მთავარი. ამით კარგად ჩანს, რა როლს აკისრებს უმრავლესობა საკუთარ თავს”, - მიმართა ბობოხიძემ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ამ ფონზე ყველაზე მეტად გასაკვირი ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა. „მახსოვს, როგორ გვექცეოდა ხალხი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხებზე. მახსოვს, როდესაც მცირედით, თუნდაც 20-ლარით გავზრდიდით პენსიას, გაბრაზებული ხალხი უფრო მეტს ითხოვდა. გამოვიდა პრემიერი და განაცხადა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში პენსიების არ გაიზრდება. ამაზე ქართველი ხალხის დამოკიდებულება არის ნულოვანი. მახსოვს, როგორც გვებრძოდა ოპოზიცია ”ასავალ-დასავალის” ჭორებით. აქ ვხედავ ადამიანის უფლებათა ყოფილ დამცველებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს რესტორან-რესტორან დასდევდნენ და ბრაზობდნენ, პრეზიდენტის გავლის დროს გზა რატომ იკეტებოდა. დღეს გზა კი არა, რკინიგზა იკეტება ერთი კაცის ხუშტურის გამო. მაჩვენეთ ერთი რომელიმე მოქალაქე, რომლის გამოც რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალები გადაიკეტება. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა თქვენი მორჩილების გამო, ერთი კაცის საკუთრებად იქცა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ”, - აკაკი ბობოხიძე.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)