09:32 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 14:14:23, 971 ნახვა

სამხედრო
მაიორმა ბესო ღუდუშაურმა პედაგოგებთან ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა

ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მასწავლებლებს ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ბესო ღუდუშაურმა წაუკითხა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და მასწავლებლებს საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მაიორი ბესო ღუდუშაური საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსის მოხვედრის შემდეგ ქვედა კიდური დაკარგა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.

პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მეოთხე წელია ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებისთვის ორდღიან სემინართა ციკლს მოიცავს. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics