|
2017-04-07 13:04:19, 2138 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია
„გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში. „პოლიტიკოსებს გვყავს მხარდამჭერები, მაგრამ გვყავს კრიტიკოსებიც. დემოკრატიული სახელმწიფოს აქსიომაა, რომ კრიტიკოსებს ჰქონდეთ თავიანთი შეხედულების მტკიცების უფლება როგორც საჯაროდ, ასევე სამართლებრივად. სწორედ ასე მთლიანდება საზოგადოება - სხვისი პოზიციის მოსმენის უნარით და ობიექტურ სამსჯავროზე სამართლის პოვნის იმედით. სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია. მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, ჩემი არა ერთი პოლიტიკური განცხადების, თუნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის მთავარი აქტორები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში. ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავისთავზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება. „ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია. შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში. სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინალური მოსაზრებების მოსმენა, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს იდეები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში. მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამრთლოს უფლება. მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ. სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის ყველა მოქალაქე“, - განაცხადა პრეზიდენტმა
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)