|
2017-04-07 12:35:43, 1954 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არ შეიძლება ხალხს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება წაერთვას. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე კამპანიაზე - „კონსტიტუცია ყველასია“ ისაუბრა. „პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე! სწორედ ამ სულისკვეთებით, სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია "კონსტიტუცია ყველასია", იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელიდა კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში. არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე! ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. მოვუსმინოთ ხალხს! და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)