|
2017-04-06 16:25:53, 1888 ნახვა
კომენტარი
ზაზა სოფრომაძე: ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ საკუთარი მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას
„მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას“, - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას. „მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა. სოციალური დახმარების დანიშვნისა და მოხსნის პროცესი, ისევე როგორც ოჯახების გადამოწმების პროცესი -არის მუდმივი. ყოველთვიურად ათასობით ადამიანს ენიშნება და უჩერდება სოციალური დახმარება“, - აღნიშნა სოფრომაძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი აგვისტოში უნდა დასრულდეს. შესაბამისად გადამოწმების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ის აზრი, თითქოს გარკვეული თანხების დაზოგვა ხდება ამ მიმართულებით. საბიუჯეტო პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა ეს რესურსი მიემართება მიზნობრივად სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ და ხმარდება მხოლოდ სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა სოფრომაძემ. გარდა ამისა, სოფრომაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სოციალური პროგრამების მეშვეობით ამ ადამიანებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა სოციალური სერვისი. „2016 წელს აქტიურად მოწმდებოდა როგორც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, ასევე ბაზაში რეგისტრირებული, მაღალქულიანი ოჯახები, ასევე ის პირებიც, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულები ბაზაში და პირველადი განაცხადით მომართეს სააგენტოს. ამას დაემატა ის ადამიანებიც, რომელთაც გაუვიდათ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების 1 წლიანი ვადა და ხელახალი გადამოწმება მოითხოვეს. ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან რაც ზოგადად ახასიათებს ამ პროგრამას. 2015-2016 წლებში ბაზაში რეგისტრირებული საკმაოდ დიდი მასის გადამოწმება მოხდა, ამჟამად მიმდინარეობს გადამოწმება გეგმა გრაფიკით და ამ ოჯახებს შორის ბევრია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)