|
2017-04-05 15:46:47, 1868 ნახვა
კომენტარი
„წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები, რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, იქნებ პროფესიით მემუშავა“
ძალიან მახარებს რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა გვქონდეს თანამედროვე კლინიკები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი კორპუსი არის 100 საწოლიანი კლინიკა, რომლის სტრატეგიაც არის, რომ მოემსახუროს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. „რაც განსაკუთრებულად მახარებს არის, რომ კლინიკა მორგებულია შშმ პირებზე და აქ სრული კომფორტია ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მინდა, სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჰოსპიტალურ სექტორში დღეს ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თავის წილ კონტრიბუციას აკეთებს იმ სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვაშენებთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ სისტემის დახვეწა და საქართველო დღეს ნამდვილად არის პიონერი და გვაქვს საამაყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დღეს არ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს დიდი მიღწევაა. მე არაერთხელ მითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დავით სერგეენკოს როლს ამ მნიშვნელოვან მიღწევაში.“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, კლინიკა უპირველეს ყოვლისა არის ექიმი, მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით ამ პროფესიისადმი. „მინდა, ქედი მოვიხადო ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც საქართველოში ძალიან რთულ პირობებშიც ეწეოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს, რაც კი შეიძლება იყოს. ექიმი, პედაგოგი, პოლიციელი – ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან. ამ კლინიკის კედლებში იბადება საქართველოს მომავალი და მინდა წარმატება გისურვოთ. როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს პროფესიისადმი და დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა საქართვლოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა. მინისტრი ახალი კლინიკის გახსნაზე იმყოფებოდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)