|
2017-04-05 11:14:58, 2210 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი, რომ გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი
„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონფერენცია რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. „პირველ რიგში, ესაა საქართველოს ცნობადობის ამაღლება. კონფერენციას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება და ძირითადად, კონცენტრირებულია იმ საზოგადოებაზე, რომელიც სამთო ტურიზმის კულტურის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, მათთან ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და მისი სტუმრობა კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ამ ღონისძიებას. თქვენ იცით, რომ სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი. ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი, 12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო 4-7 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს. მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)