|
2017-04-04 12:19:26, 2249 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება
საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება–დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მნიშვნელობა შეფასა და მას საქართველოსა და ევროპას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულმა მოვლენამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს. „დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი ბატონი რობ უენრაითი და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში,"–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი. „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში. ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)