|
2017-04-03 14:34:01, 1123 ნახვა
სხვადასხვა
„OGP“-ის სამდივნო საქართველოს, როგორც პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებს ეცნობა
იუსტიციის სამინისტროს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ „OGP“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორი პოლ მაასენი მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებზე. როგორც ცნობილია, საქართველო „OGP“-ის 2017 წლის სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. „როგორც ცნობილია, საქართველო დღეს საფრანგეთთან ერთად არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყანა, თუმცა, წამყვანი თანათავმჯდომარე ჯერჯერობით არის საფრანგეთი. სექტემბერში საფრანგეთი გადმოაბარებს ამ როლს საქართველოს და საქართველო გახდება წამყვანი თანათავმჯდომარე ქვეყანა. ანუ პირველი ქვეყანა პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც უნდა აჩვენოს მაგალითი სხვა ქვეყნებს, თუ როგორი ხელმძღვანელობა შეუძლია გაუწიოს ღია მმართველობის იდეალების განხორციელების საქმეს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დასაგეგმად, გარკვეული საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ხელმძღვანელი ორგანოების წარმომადგენლებს“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოს 3 აპრილს ეწვივნენ. მათი მთავარი მიზანია, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ საქართველოს, როგორც პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარის, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. „OGP“-ის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდებიან „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას „OGP“-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმის“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით. (NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)