|
2017-03-31 12:35:30, 1997 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი IRI-ს კვლევაზე: მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამაზე
„როცა ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასთან და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარები გავაკეთო ამაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი IRI-ს კვლევებს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ახსოვს კვლევის სერიოზული შედეგი, რომელმაც მეტნაკლებად რეალობა ასახა. „მე მოვიყვან ბოლო კვლევის მონაცემებს ეს არის 20% „ქართული ოცნება“, 19 % „ნაციონალური მოძრაობა“, თავისუფალი დემოკრატები“ 13 %. ეს იყო სამი პარტია, რომელსაც უნდა გადაელახა ბარიერი და დაახლოებით თანაბარი წარმომადგენლობა უნდა გვყოლოდა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში. შედეგი ვიცით „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და „თავისუფალ დემოკრატებზე“ არ ვილაპარაკებ და სხვა პარტიებმა ბეწვის ხიდი გაიარეს. ხშირად ვამბობ ხოლმე ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიმართლით და ახლაც იგივეს გავიმეორებ. მზად ვარ სერიოზული კომენტარები გავაკეთო ნებისმიერ კვლევაზე, ვისი კვლევის შედეგები რეალურ შედეგებს 20%-ზე მეტად არ ასცდება ერთხელ მაინც, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასთან და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარები გავაკეთო ამაზე. კვლევა ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ იგებდა 2 ხმით დაან მეტი ხმით და გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ესეთივე მხარდაჭერა გვექნება ჩვენ მომავალ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე და მიმდინარე წელს. იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და დაადასტურა თავისი არჩევანი რაც გააკეთა 2012 წელს. ჯერ არ მახსოვს რამე კვლევის შედეგი ჩვენი შიდა კვლევების გარდა, რომელიც მეტნაკლებად ასახავდა რეალობას. როდემდე უნდა ვილაპარაკოთ 20% „ქართულ ოცნებას“, 19% „ნაციონალურ მოძრაობას“, მართლა რაზე ვლაპარაკობთ?!“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)