|
2017-03-30 16:37:10, 1885 ნახვა
კომენტარი
გახარია: მიწა ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ
პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან დასრულდა. შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს უკავშირდებოდა. ბიზნეს სექტორმა პარლამენტის თავმჯდომარეს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია გააცნო. ბიზნეს წრეებისთვის კონსტიტუციაში ყველაზე საინტერესო რეფერენდუმის საკითხია. კერძოდ, ბიზნესსექტორის პრინციპული პოზიციაა, კონსტიტუციაში დარჩეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, გადასახადების გაზრდა, ან ახალი გადასახადების შემოღება, რეფერენდუმის გარეშე არ უნდა მოხდეს. ეკონომიკის მინისტრი ამ პოზიციას იზიარებს: „პირველ რიგში, მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის, როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, ჩართულობის ხარისხი მათი აქტუალირებული ყოფილიყო ამ პროცესში, რადგან ვიცით, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მინისტრის წარმომადგენელი არ არის. ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. იყო აზრთა სხვადასხვაობები, მივეხმარეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ არგუმენტებით გაგვემყარებინა ჩვენი პოზიციები. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ რადგანაც ჩვენ ეს ჩანაწერი დღეს უკვე გვაქვს კონსტიტუციაში, მისი ამოღება შეიძლება არაერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული ინვესტორებისთვის. ჩვენ ვართ სწრაფი ეკონომიკის განვითარების ეტაპზე, გვაქვს ძალზედ ამბიციური გეგმები ეკონომიკასთან მიმართებაში, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგია გახლავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ ჭრილში ვთვლი, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი“,-განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. რაც შეეხება უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხს, გახარია არ ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის გარკვეული რეგულირება საჭიროა: „დიდი ალბათობით, არ არის სწორი კონსტიტუციაში ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რეგულირება არის საჭირო და ცალკე საკანონმდებლო მუშაობაა საჭირო. მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი ამოცანაა, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ. ამ თემაზე დღეს მიმდინარეობს მუშაობა. ეს სერიოზული თემაა. ეს ფუნდამენტური თემაა, რომელზე მუშაობასაც შეიძლება 5 წელი დასჭირდეს, რადგან ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალური შესაძლებელი კონსესუსის საფუძველზე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)