01:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 12:25:49, 1453 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 მისამართზე მიმდინარეობს: ინანიშვილის ქ. #4, უიარაღოსII შესახვევი #3-3ა, მაღაროს ქ. #8, ლოტკინის ხევი #38, ქსნის ქ. #12.სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ხდება მიწის დამუშავება-გატანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა და ლითონის დამცავი ღობის მონტაჟი.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროექტებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორი კომპანიები. განსაკუთრებით, რთული ობიექტია ინანიშვილის #4, სადაც კლდის ხელით დამუშავება უწევთ მშენებლებს. ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მოსახლეობის და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 199 633 ლარია. აღნიშნული მისამართების გარდა, კედლების მშენებლობა დაიწყება კიდევ 6 მისამართზე. ასევე, წლის ბოლომდე ტენდერის გამოცხადება იგეგმება 10-მდე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოებზე.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics