|
2017-03-27 16:17:51, 2205 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: 2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა
ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიულოცა. „მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება. ალბათ, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ესაა დღე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დაიწყებენ უვიზო გადაადგილებას შენგენისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე, ესაა გამოძახილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იმაზე, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც დემოკრატიული რეფორმების განვითარების, როგორც ქვეყნის წინსვლის, ისე ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ზედმიწევნით სწორად შესრულებაში, მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომ დიახაც ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, რომ ის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ასოცირება,ეკონომიკური ინტეგრაცია, კავშირების გაღრმავება, მობილურობის გაზრდა, მეტი ინვესტიცია, მეტი მოზრაობა, მეტი განათლება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, არის ორივე მხრიდან სწორად აღქმული და გადაწყვეტილებები არის იმპლემენტირებული და შესრულებული ბოლომდე. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუსურვო მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტგერაცია იქნება სრულყოფილად განხორციელებული“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)