|
2017-03-24 16:49:01, 2210 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„პატივცემულმა დეპუტატებმა არ დაიშურეს ხატოვანი გამოთქმები, დამდეს ბრალი იმაში, რომ ტერორიზმს ვუწყობ ხელს“
პატივცემულმა დეპუტატებმა არ დაიშურეს ხატოვანი, სიტყვაკაზმული გამოთქმები. ბოლოს დამდეს ბრალი იმაში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ვასუსტებ და ტერორიზმს ვუწყობ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე საჯარო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რამდნეიმე კანონზე ვეტოს დადების და საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. „მაქსიმალურად ვცდილობ სიტყვა არ გამექცეს, მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ზრდილობიანი, მაგრამ როდესაც პრობლემას ვერ წყვეტ, ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, ახლა საუბარია რეორგანზიაციაზე და ყველა შოკშია, ვაიმე, ვის გაუშვებენ სამსახურიდან, კარგია, რომ პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი, ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემად. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. არ ყოფილა ჩემს მიერ გამოყენებული ვეტო, რომელიც დაძლეულა და მერე უკან არ დაბრუნებულა ამა თუ იმ ფორმით. პირველი ვეტო გამოვიყენე მოსმენების კანონთან მიმართებაში და საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ეს დოკუმენტი. მეტიც, ის ფორმულირებაც, რაც მე მქონდა, ჩაიწერა ახლა ამ კანონში. მაშინ დაძლიეს ვეტო და იყო დიდი ზარ-ზეიმი. მეორე ვეტო შეეხებოდა საბანკო ზედამხედველობას, ეს ვეტოც დაიძლია, როგორც ქვეყნისთვის ძალიან მავნე ტენდენცია, რომელიც არყევდა ლარის კურსს. ესეც გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ და დღეს შემოიტანეს სიტყვა-სიტყვით ზუსტად ის, რაც მე ვეტოში მეწერა. ლამაზი ხელებით გადაწერეს ახლა კანონად, შემოიტანეს და გუშინ მოვაწერე ხელი. მესამე ვეტო, რომელიც ეხებოდა საერთო სასამართლოებს, ისიც დაიძლია როგორც მავნე. ორ კვირაში გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ახლანდელი ვეტო პირდაპირ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, მის აღსრულებას, რომ საგამოძიებო უწყებაში არ იყოს მოსმენების სამსახური. მე ვამბობდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს, არ უნდა ყოფილიყო შსს-ში, პროკურატურაში და სუს-ში, არ უნდა ყოფილიყო საგამოძიებო სტრუქტურაში. ძალიან მარტივი გადაწყვეტა იყო, რომ დაქვემდებარებოდა პრემიერ-მინისტრს, ისე როგორც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება დაცვის სამსახური, დაზვერვის სამსახური. აი, ეს შევთავაზე დეპუტატებს. პატივცემულმა დეპუტატებმა არ დაიშურეს ხატოვანი, სიტყვაკაზმული გამოთქმები. ბოლოს დამდეს ბრალი იმაში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ვასუსტებ და ტერორიზმს ვუწყობ ხელს. ლოგიკა რაშია? მე რომ ვამბობ, რომ პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს სამსახურის ხელმძღვანელი, ამით ვუწყობ ხელს, ვეტო დავადე ტერორიზმთან ბრძოლას და შევასუსტე ქვეყანა? ამას რომ ამბობ, ხომ უნდა გესმოდეს, რას ამბობ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ბოლო ვეტოსაც თავის ბედი ექნება, რადგან ეს ვეტო პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეხება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)