|
2017-03-15 12:17:20, 1865 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: არ გამოვრიცხავ, რომ შემოსული კანდიდატურები ხელისუფლებისთვის პრობლემებს აჩენდა და ვადის გახანგრძლივებას ცდილობენ
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადის გახანგრძლივებას საეჭვო ნაბიჯად აფასებს. ტუღუში არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემებს აჩენდა: „ძალიან საეჭვო ნაბიჯია, გარდა ამისა, როგორც ჩანს, ეს არღვევს იგივე მთავრობის განკარგულებას, რომელიც გამოცემულია, რომ 1 აპრილამდე ახალი სია უნდა გადაგზავნილიყო სტრასბურგში. არ გამოვრიცხავ, რომ ის კანდიდატურები, რომლებიც შემოვიდა, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემებს აჩენდა და ცდილობენ, ვადა გაახანგრძლივონ, რათა ბევრმა სხვა კანდიდატურამ შეიტანოს თავისი განაცხადი“,-აღნიშნა გიორგი ტუღშმა. იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)