|
2017-03-14 16:38:43, 2168 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებზე: დედაქალაქის მთავრობამ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, როგორც ცენტრალურმა ისე დედაქალაქის მთავრობამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, იმისთვის, რომ ის საკითხები, რაც ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს აწუხებდათ, გადაეწყვიტა. როგორც ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომერციული ბანკების მხრიდან დაზარალებულების დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, სადაც შუამავალი ეროვნული ბანკი იყო. მისივე განმარტებით, მერიამ შუამავლის ფუნქცია იკისრა ბაზრობების ასოციაციასთან და დაზარალებულებს რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდით გარკვეული ფართები გამოუყვეს. „როგორც ცენტრალურმა, ისე თბილისის მთავრობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, იმისათვის, რომ ის საკითხები, რაც ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს აწუხებდათ, კომპეტენციის ფარგლებში გადაეწყვიტა. ეს იყო შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან, ამ საკითხთან დაკავშირებით კომერციული ბანკების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და შესაბამისად გადასახდელი თანხების გადავადება მოხდა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თბილისის მერიაში ჩემი მოადგილეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე დამატებით გარკვეულ შეღავათებზე იყო საუბარი, თუმცა საბოლოო ჯამში ცალკეული გადაწყვეტილებები კომერციული ბანკების პრეროგატივაა, თუ ვის, რამდენს და როგორი ფორმით გადაუვადებენ და დამატებით როგორ დაეხმარებიან. ასევე ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც ის ზიანი რაც მათ მიადგათ, მოხდეს ამ ყველაფრის ჩამოწერა, და არ დაიბეგროს გადასახადებით, ისევე როგორც სალარო აპარატებთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები გაკეთდა. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია, ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში. გარკვეული ნაწილი ამ თვალსაზრისით უკვე დაკმაყოფილებულია. არის ასევე ცალკეული საკითხი, რომელზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ამის გარდა სხვა საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არც ცენტრალური მთავრობის და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივას ა განეკუთვნება. ეს არის ერთის მხრივ ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორეს მხრივ თვითონ უშუალოდ მოვაჭრეებს შორის ურთიერთობის საგანი. მათი სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. და არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული. ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენა შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით, საიდან გამომდინარეც მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება“,-განაცხადა ნარმანიამ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)