|
2017-03-14 15:44:51, 2559 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: გუდაურში 360 გრადუსიანი საკონფერენციო ცენტრის აშენებით, კურორტი 4-სეზონიანი გახდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გუდაურში 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენებით კურორტი 4-სეზონიანი გახდება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ცენტრის აშენების მიზანი პირველ რიგში ტურიზმის განვითარებაა. "სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს თანხას ტურიზმის განვითარებაში. დღეს ჩვენ მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი დეტალური განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, რაზეც მთავრობისგან ნებართვა მივიღეთ. ამ თემაზე დისკუსიის დროს დაიბადა ეს იდეა, რომელიც ძალიან კარგია. გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360-გრადუსიანი ხედის ლოკაცია, რომელიც იქნება მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი. განაშენიანების გეგმის დეტალური განხილვის შემდეგ გავითვალისწინებთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი უნდა გაჩნდეს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)