01:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 11:43:06, 1547 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან გამართა შეხვედრა.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან გიორგი დოლიძე დაინიშნა;

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდანგელა დუმბაძე;

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 1 აპრილიდან ნიკოლოზ აფხაზავა;

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან ილია დარჩიაშვილი;

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან დავით სოლომონია;

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი კი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე  დაინიშნა 2017 წლის 15 ივნისიდან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics