|
2017-03-12 20:50:27, 2102 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს, მიტინგი ისე დაიშალა, დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან არავინაა
„პოლიციელებმა აბსოლუტურად პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან არავინ არ არის“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუშინ მოვლენები აბსოლუტურად კატასტროფულად განვითარდა. „არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩემი პირველი მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მანიფესტაციის მონაწილეები და მომიტინგეები, მე პრემიერისგან მივიღე დავალება, ჩავსულიყავი ბათუმში და ადგილზე მე თვითონ მეხელმძღვანელა იმ ღონისძიებისთვის, რაც შემდგომ ჩატარდა.მთელმა საქართველომ იხილა თუ რა ხდებოდა ბათუმში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე. ბათუმის სამხარეო პოლიციის, ასე ვთქვათ დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მომიტინგეები”, - განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე თქმით, პოლიციამ აბსოლუტურად მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა. „ბოლომდე ვეცადეთ, რომ განგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ როდესაც დავინახეთ რომ შეუძლებელი იყო ჩვენი მხრიდან და როცა ზღვარს გადავიდნენ მომიტინგეები, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ გამოგვეყენებინა ცრემლსადენი გაზი, სამწუხაროდ, მაგრამ მინდა გითხართ, რომ პოლიციელებმა იმოქმედეს აბსოლუტურად პროფესიონალურად და ეს მიტინგი ისე დაიშალა, რომ დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან არავინ არ არის შეიძლება ითქვას, მაგრამ პოლიციელების მხრიდან რამდენიმე ადამიანი არის მძიმედ დაზიანებული“,-აღნიშნა მინისტრმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)