01:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 15:55:49, 1668 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: აშკარად იკვეთება, რომ ეს მართული პროცესი იყო

„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ვანდალიზმი და შესაბამისად, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ამ ვანდალიზმში და აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი, აუცილებლად კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს“. 

„რაც შეეხება ორგანიზატორებს, ​ალბათ, კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმს მთელი საღამოს განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ, აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics