00:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 16:44:05, 1861 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტში  მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა,

კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის დაუშვებლობას; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გათვალისწინებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური სტიკერის გაცემა, რომელიც უფლებას ანიჭებს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მესაკუთრეს/მფლობელს მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გადააადგილოს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. 

გარდა ამისა, კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში. კანონს ემატება დანართი, რომელიც განსაზღვრავს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო ხასიათის სამართალდარღვევებზე მითითებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics