22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 19:54:30, 1853 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მოსმენების კანონზე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო ფრაქციებს, ე.წ. ფარული მოსმემენების შესახებ კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციებს სთავაზობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, დოკუმენტი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად უკვე შესულია.

"ადმინისტრაციას კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვს. პირველი რამდენად შეესაბამება ახლად შესაქმნელი სააგენტოს სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე - რამდენად გამართლებულია ის ტვირთი, რომელსაც კანონი კერძო ბიზნესსა და კომპანიებს აკისრებს ," - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს შევიდა. გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 დღიანი ვადა აქვს. რამდენიმე კვირის წინ, გადაცემამ "არჩევანში" სტუმრობისას, მარგველაშვილმა არ დააკონკრეტა გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას თუ კანონპროექტს იმ სახით მიიღებენ, როგორი სახითაც ის პარლამენტში იყო ინიცირებული. "ვნახავ, რა კანონპროექტი იქნება და ამის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1 მარტს ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 84 დეპუტატი 3-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. სხდომას ბოიკოტის ნიშნად "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო" არ დაესწრო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics